Pages

3.08.2010

პირველი პოსტი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!
ხშირად პირველი ნაბიჯის გადადგმა არის ყველაზე რთული და მტკივნეული. საკუთარ მაგალითზე ვიტყვი რომ სწორედ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს, დიდხანს ვზომავ და ვწონი რომ სწორი მიმართულება ავირჩიო ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი იმით მთავრდება რომ ნაბიჯს საერთოდ არ ვდგამ ანუ პრობლემის გადაწყვეტას აღარ ვცდილობ ან არ ვეჭიდები იმ საქმეს რომელის წამოწყებასაც ვფიქრობდი. ალბათ ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება რომ ზედმეტი წინდახედულობა ხანდახან მავნეა კიდეც და აფერხებს პროგრესს. გარკვეული დოზით ავანტიურიზმი ხშირად საქმეს რგებს.

სწორედ ავანტიურისტული წამოწყებაა ჩემი მხრიდან ამ ბლოგის წარმოება, რადგან მის შესაქმნელად ბევრი არ მიფიქრია, უბრალოდ ვხელმძღვანელობდი პრინციპით ”ჯერ გააკეთე და მერე დახვეწე”. საქმისადმი ასეთი მიდგომა არ მჩვევია, მაგრამ ბოლოსდაბოლოს როდესმე ხომ უნდა ვსინჯო?
მოკლედ აქ  ჩვენი კლიენტები შეძლებენ თვალი ადევნონ კომპანიის სიახლეებს, მონაწილეობა მიიღონ სიტემის დახვეწაში, სხვადასხვა საავტომობილო თემის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. იმედი მაქვს რომ მოცემული მასალა საინტერესო იქნება და დაიმსახურებს თქვენს კომენტარებს. ვიკამათოთ და ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტების დაბადებას.