Pages

7.23.2010

ტერმინალი ქართულად

 ყველაფერი კამათით დაიწყო. მარჯვენა თუ მარცხენა საჭე? – ავტომობილის შერჩევის ქართული პრიორიტეტები, თავისი პლიუსებით და მინუსებით. თუმცა მოდით შევეშვათ „მარადიულს“  
    ოჯახში ორი ავტომობილი გვყავს, ჩემი ლურჯა (Wolksvagen Vento GLI, გამოშ. წელი 1998 წ)
და ჩემი მეუღის მამის,  ანუ სიმამრის (ჟიგულის მე 6 მოდლი გამოშ. წელი 1988 წ), მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ლურჯასგან განსხვავებით, „06“–ს მეტად გაუმართლა მფლობელში. ის ისევე გამოიყურება და ფუნქციონირებს, როგორც 22 წლის წინ, როცა პირველად შემოდგა საბურავი ჩვენს ოჯახში. მიუხედავად ამისა ბატონ თემურს ბუნებრივიცაა, მობეზრდა 06 ით მოძრაობა.
    მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს 2–3 თვის კამათის შემდეგ დავითანხმე,  შეერჩია ხარისხიანი იაპონური მოდელი მისთვის მისაღები ბიუჯეტის ფარგლებში და ასევე ჩემივე რეკომენდაციით გეზი ავიღეთ უკვე საკმაოდ სოლიდური რეპუტაციის მქონე მცირელიტრაჟიან HONDA FIT ზე.
    დიდხანს არ მიფიქრია რა გზით უნდა გაგვეხორციელებინა სასურველი ავტოს შეძენა. მეოროე დღესვე ALTO MOTOR-ის მენეჯერს  დავუკავშირდი. გავიარე კონსულტაცია ავტო აუქციონზე ფსონების დადებაზე და იქვე შერჩეულ 3 ლოტზე დავდე ფსონი. ველაზე ნაკლები შანსი მქონდა 1.5 მოცულობის მოდიფიკაციაზე რადგან სტატისტიკურად უფრო ძვირადღირებულია ვიდრე ამ მოდელის ძირითადი წარმომადგენელი 1.3 მოცულობის ძრავით.
   გათენდა მომდევნო დღეც და გაისმა ზარი ჩემს მობილურზე, მენეჯერმა მაუწყა საკვირველი ფაქტი, ჩემმა დადებულმა ფსონმა 1.5 მოცულობის ძრავით FIT ზე იმარჯვა. გაბადრული სახით მივაჭერი ოფისში, რათა რაც შეიძლებოდა სწრაფად დამეწყო ავტომობილის მიღების პროცესი.
    ყველა საჭირო ფინანსური ოპერაციების შემდეგ დაიწყო ლოდინის ფაზა რომელიც 56 დღეში დასრულდა. და აი მე ახლა ვზივარ თბილისი–ბათუმის ღამის მატარებელში და კიდევ ერთხელ გავდივარ ფოთის საკონტეინერო ტერმინალისკენ მიმავალ გზას.
    მატარებელი დილის 6 საათზე უკვე ურეკის სადგურშია. კონტეინერის გახსნამდე უკვე ყველაზე გრძელი 4 საათი მაშორებს. ფოთში გამგზავრება დროებით გადავდე თუმცა ტაქსის მძღოლები ბუზებივით მეხვევიან თავს და მთავაზობენ ფოთში წაყვანას. 
    ამ დროს ურეკში მხოლოდ ერთი კაფე მეგულება, (კაფე „ბათუმი“) რომელიც ტრადიციულად მასპინძლობს მანქანის ჩამოსაყვანად მიმავალ ჩემს თანამოქალაქეებს.
აქვე გადავწყვიტე წახემსება და კეთილგანწყობილ კაფეს დიასახლისს საუზმე შევუკვეთე.

    დილის 8 საათია, სამარშრუტო ტაქსი ურეკიდან ფოთის მიმართულებით დღის პირველ რეისს ასრულებს.  15 წუთში მე უკვე ქალაქ ფოთის ცენტრში ვიმყოფები სადაც უამრავ ტაქსის მძღოლს მოუყრია თავი. ერთ–ერთი მათგანი თავად გამოენთო და შემომთავაზა საბაჟომდე გადაყვანა მოკრა რა თვალი ჩემი ჩანთიდან ამოწვერილ საგანგებოდ შეფუთულ  სატრანზიტო ნომრებს. 3 ლარის საფასურად 5 წუთში მე უკვე საბაჟო ტერმინალთან ვიდექი სადაც გამომეცნაურენ ჩემი „თანამეკონტეინერნი“, გამოვარკვიეთ რომ ჩვენი კუთვნილი მანქანები ერთ კონტეინერშია თავმოყრილი. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია, მალევე ტერმინაში გაჩნდა ბატონი ტატო (Georgian Cargo Group-ის წარმომადგენელი ქალაქ ფოთში) რომელმაც ოპერატიულად გადმოგვცა უკვე გამზადებული განწესები დაგვაკვალიანა როგორ აგვეღო შესაბამის ჯიხურში საბაჟოს ოპერატორისგან ეგრეთწოდებული „ვე–ტე–ტე“ ანუ საბუთები, რომლის მიხედვითაც ხდება ავტომობილის მიღება ტერმინალზე და შემგომ მისი განბაჟება.
მთელი ამ მოკლე პროცედურის შემდეგ ყველამ ერთად გადავინაცვლეთ უშუალოდ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე, ჩემი გული ამ დროს გაორმაგებულად ძგერს განსხვავებით ჩემი რამოდენიმე თანამგზავრისა, რომლებიც დილერები აღმოჩნდნენ და მოგეხსენებათ მათთვის ეს ჩვეული, მუშა პროცესია.
   მთელი ამ ხნის განმავლობაში  ფოთის ცა წვიმის ღრუბლებით ივსება. ერთი სული გვაქვს სწრაფად მივიღოთ ჩვენი ავტომობილები რათა წვიმას გავსწროთ. დაიწყო კონტეინერების ლუქის მოჭრის და გახსნის პროცესი ამავე დროს ერთი თვის პაუზის შემდეგ ცამ მოაღო პირი და დაუშვა ტრადიციული ფოთური თავსხმა. ტერმინალის მუშები შეესიენ მანქანებს და დაიწყეს სათითაოდ „იაპონური რკინის კატების“ გამოგორება. კონტეინერის ბოლოში რიგით მე 3-ე, ჩემი ნანინანატრი FIT ის უკანა სანათები დავლანდე. ბევრი წვალების შემდეგ რადგან კონტეინერში რიგით მე 2 NISSAN X-TRAIL-ს წინა საბურავები მოხსნილი აღმოაჩნდა, ჩემი ავტოს გამოგორების ჯერიც დადგა. საბედნიეროდ ავტომობილებს აკუმულატორები ჩახსნილი  ჰქონდათ, რის გამოც შეინარჩუნეს დასაქოქად საჭირო ენერგია ასევე ცოტაოდენი საწვავიც აღმოჩნდა ბაკში და ჩვენი ვერცხლისფერი საოცრება მუშამ თავისი სვლით გამოაგორა კონტეინერიდან.
    წვიმა ტემპს ერთი წუთითაც არ აგდებს ისე გვასველებს თავით ფეხამდე. ორმოციოდე მეტრში იქვე კონტეინერებში მოწყობილია საბურავების დასაბერი სამსახური და აქვე გთავაზობენ მცირეოდენი გასამრჯელოს სანაცვლოდ ტრანზიტული ნომრების ხარისხიანად დამაგრებას. მოკლედ მთელი ამ პროცესის გავლის შემდეგ მე უკვე საბურავებზე მყარად წამომდგარ FIT ში ვზივარ ბოლომდე სველი მაგრამ უსაზგვროდ ბედნიერი და მივემართები ტერმინალის გასასვლელისკენ. ვაბარებ შემოსვლისას მიღებულ საშვს და ვიღებ გეზს თბილისისკენ.

   13:02 საათი
ვიცი რომ იაპონიიდან გამოყოლილი საწვავი თუნდაც სულ მცირეოდე, ბენზოგასამართ სადგურამდე მიმიყვანს. ვტოვებ ლარნაკას ქუჩას, ვუხვევ მარჯვნივ და უკვე თბილისის მიმართულებით მომავალ გზაზე სულ ასიოდე მეტრში პირველი ხიდის გადაკვეთის თანავე კომპანია EKO-ს  EKO REGULAR 92 საწვავით ვავსებ პირამდე FIT ის ავზს.
თითქმის სურამის ჩათვლით მთელი გზა გადაუღებლივ წვიმს. დაღლილი ვარ ვგრძნობ და თვალებიც მეხუჭება. გადავწყვიტე გზაზე პატარა შეჩერებების გაკეთება რათა რამოდენიმე წუთით თვალს მოვატყუო საჭესთან რომ არ ჩამომეძინოს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში FIT ი აგრძელებს ჩემს გაკვირვებას თავისი ფარული შესაძლებლობებით რისი აღწერითაც თავს არ შეგაწყენთ. ავღნიშნავ მხოლოდ რომ პირამდე ავსებული საწვავი ავტომობილის ავზი თბილისამდე ნახევარიც ვერ დავხარჯე. საწვავის ინდიკაციის ისარი პანელზე ადგილიდან მხოლოდ 90 კილომეტრის გავლის შემდეგ დაიძრა. FIT არაჩვეულებრივად მანევრირებით აღმოჩნდა, მოსახვევში მინიმალური გადახრით, ადვილად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის აღმართებს და ყველანაირად მორგებულია კომფორტული მგზავრობისთვის.
   
    17:39 საათი
მე უკვე თბილისში საკუთარ ეზოში ვარ. მთელი ოჯახი და რაც მთავარია ბატონი თემური აღფრთოვანებულნი არიან შენაძენით. გაკვირვებას იწვევს გარდა FIT ის საფირმო  გამორჩეული ტევადობის ფუნქიონალურობისა,  იაპონიის ავტო აუქციონიდან შეძენილი ავტომობილისთვის დამახასიათებელი, მცირე გარბენი და მისი კონდიცია.

Bzz 
23.06.2010