Pages

7.22.2010

Mitsubishi Pajero - მონადირის ახდენილი ოცნება

როგორც იქნა!!!! პაჯერო, მაღალი გამავლობის მანქანა, უკვე ჩემია... მაგრამ ყველაფერი ასე დაიწყო.
გადავწყვიტე შემეძინა მანქანა რომელიც ჩემი ჰობის უკეთ განხორციელებაში დამეხმარებოდა. ნადირობა, თევზაობა, უბრალოდ მთაში სიარული ჩემი სუსტი მხარეა. აქედან გამომდინარე შესაბამისი მაღალი გამავლობის და ამავე დროს შედარებით ეკონომიური მანქანა ჩემთვის რომ იტყვიან მისწრებაა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა შემეძინა Mitsubishi Pajero, და უსათუოდ იაპონიაში, თუმცა როგორც აღმოვაჩინე ეს არც თუ ისე მარტივი საქმე იყო ვინაიდან ბაზარზე ძალზე ბევრია ისეთი ადამიანი და კომპანიები რომლებსაც კარგად გამოსდით იმედების გაცრუება.

ჩემი მეგობარი დამეხმარა მომეძია ადამიანები რომლებსაც ამ საქმეში სოლიდური გამოცდილება აქვთ. იმავე დღეს მივედი ”ალტო მოტორსის” ოფისში. შთაბეჭდილება მოახდინა ძალზე მეგობრულმა და გულითადმა დამოკიდებულებამ, მოზომილმა და რეალურმა დიალოგმა დამარწმუნა რომ სწორ მისამართზე ვიყავი მოსული. სულ რაღაც 15-20 წუთი დამჭირდა იმისთვის რომ გამეგო რა იყო ჩემგან საჭირო მანქანის შეძენისათვის:  საიტზე რეგისტრაციის გავლა და დეპოზიტი კომპანიის ანგარიშზე. მეორე საღამოს ავარჩიე მანქანა და გავაკეთე პირველი ფსონი, მანამდე კი თავად გამოვთვალე იაპონიაში ავტომობილის ღირებულება, ასევე ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯები, ამაში კი საიტზე განთავსებული ავტოკალკულატორი დამეხმარა. ოპტიმალური ფსონის გაკეთება ძალიან გამიადვილა გაყიდვების სტატისტიკის დეტალურმა შესწავლამ, რომელიც ასევე საიტზეა განთავსებული. ამ სერვისის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია საკუთარი ბიუჯეტის მიხედვით შეარჩიოს მანქანის მოდელი და განსაზღვროს საშუალო საბაზრო ფასი, ხოლო ამ ინფორმაციის საფუძველზე უკვე აღრაა ძნელი კონკურენტუნარიანი ფსონის (შეთავაზების) ჩამოყალიბება  .

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე დღეს ფირმის წარმომადგენელმა დამირეკა და მომილოცა, მანქანა შევიძინეთო! ასე ოპერატიულად, ცოტა არ იყოს არ ველოდი და თავიდან დავიბენი კიდეც, მითუმეტეს როდესაც მითხრეს რომ მანქანა ჩემს მიერ გაკეთებულ ფსონზე იაფად შეგვიძენია. დამეთანხმებით ძალზედ  სასიამოვნო სიურპრიზია.
მოკლედ აი ჩემი რკინის რაშის მონაცემები: Mitsubishi Pajero 2,4 ლ. ბენზინის ძრავი, გამოშვების წელი 1996, გარბენი 96000(დამეთანხმებით სასაცილო გარბენია 14 წლის მანქანისთვის), სააუქციონო შეფასება 4B, ფასი ყველა ხარჯის ჩათვლით 5155 $
ძალიან კმაყოფილი ვარ, მომსახურების ოპერატიულობა, მაღალი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია რეალური და გულწრფელი დამოკიდებულება საქმისა და კლიენტებისადმი, ეს ის თვისებებია რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო ”ალტო მოტორს”-ის გუნდს. მინდა ასევე ვუსურვო წარმატება, წინსვლა და უფრო და უფრო განვითარება. მართლაც მაგრები ხართ!!! საუკეთესო კომანიაა.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით ზურა მაჩაბლიშვილი.
თბილისი 22.07.2010