Pages

9.27.2012

Google-ის უპილოტო ავტომობილი!


Google-მა უპილოტო ავტომობილის საიდუმლო პროექტი საყოველთაოდ გამოაშკარავა. კომპანიამ მიიღო ოფიციალური ლიცენზია რომლის თანახმადაც მას შესაძლებლობა ეძლევა ამერიკის შტატ ნევადის გზებზე განახორციელოს ექსპერიმენტული მანქანებით სატესტო მგზავრობა. მანამდე სატესტო გასვლები დაშვებული იყო მხოლოდ დახურულ ტერიტორიაზე.

დღეისათვის Google-ის რობოტიზირებულმა Toyota Prius -ებმა ნევადის ქალაქებისა და გარეუბნების გზებზე უკვე 300 000 კმ გაიარეს. ავტომობილების მართვის პროცესში ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ ღებულობს მონაწილეობას.
 რა თქმა უნდა პროექტი ჯერ მზად არ არის ბაზარზე გასასვლელად მაგრამ Google-ის უზარმაზარ ოფისში უკვე კარგა ხანია მოქმედებს გოლფის ელექტროკარების ბაზაზე შექმნილი  უპილოტო ავტოების მთელი პარკი, რაც ადასტურებს იმას რომ მალე მსოფლიო ავტო-ტრანსპორტი რადიკალურად შეიცვლის სახეს. 


   გასული წლის სექტემბერში სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა Sebastian Thrun-მა, რომელიც ხელმძღვანელობს ზემოაღნიშნულ პროექტს და Chris Urmson-მა - Google-ის ინჟინერმა ინტელექტუალური რობოტების საერთაშორისო კონფერენციაზე დეტალურად განუმარტეს საზოგადოებას თვითმავალი ავტოს პრინციპი. ასევე მოახდინეს რამოდენიმე ვიდეო რგოლის დემონსტრირება სადაც კარგად ჩანს როგორ „ხედავს“ მანქანა ფეხითმოსიარელეებს, შემხვედრ ავტომობილებს და საგზაო ნიშნებს. როგორც ურმსონმა თქვა პროექტის ბირთვი არის კომპანია „VELODYNE -ს მიერ შემუშავებული  64 - სხივიანი ლაზერული სკანერი რომელიც მანქანის სახურავზეა დამონტაჟებული და უზრუნველყოფს სივრცის მოცულობითი რუქის გენერირებას. ამის შემდეგ ხდება მიღებული ინფომაციის შეთავსება მსოფლიოს დეტალურ რუქებთან. საქმეში ერთვება ასევე უკანა და წინა ბამპერებზე დამონტაჟებული რადარები, უკანა ხედვის სარკესთან განთავსებული კამერა, GPS-ი , ინერციული გამოთვლების ბლოკი და საბურავებზე განთავსებული სენსორები.
  სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ერთის მხვრივ განსაზღვრავს მსოფლიოს უზუსტესი რუქების არსებობა (რაშიც Google-ს ბადალი არ ჰყავს) ხოლო მეორეს მხრივ ის ფაქტი რომ, Google-ის ინჯინრები წინასწარ გადიან ყველა მარშრუტს , ასკანერებენ სივრცეს და ეს ინფორმაცია შეყავთ კომპიუტერში რაც შემდგომში საშუალებას აძლევს სისტემას შეადაროს ადგილმდებარეობის ძველი და ახალი ინფორმაცია და გაარჩიოს სტაციონარული და მოძრავი ობიექტები.
  Chris Urmson-მა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ძალიან მალე დადგება დრო როცა   ქალაქის ქუჩებში გამოჩნდება უპილოტო ავტომობილები რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას შეასრულებენ. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება საკუთარ სმარტფონში მიუთითოს რომ მას სჭირდება მანქანა გარკვეულ მისამართზე მისასვლელად და მასთან მყისიერად გაჩნდება ავტომობილი-რობოტი.
  ჩვენ უკვე ბევრჯერ გავხდით მოწმე იმისა რომ ის რაც ცოტა ხნის წინ ფანტასტიკური ჟანრის შემოქმედთა ფანტაზიის ნაყოფი იყო დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის კი არა და ტექნიკური პროგრესი ხშირად უსწრებს კიდევაც ობივატელის ყველაზე თამამ მოსაზრებას. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ სულ მალე ჩვენს ქალაქებში ვიხილავთ თვითმავალ ავტომობილებს რომლებსაც ჩვენი შვილები დამოუკიდებლად მიყავთ სკოლაში.   


ალექსანდრე ანდღულაძე