Pages

5.02.2010

”ოქროს კვირეული” ანუ საგაზაფხულო არდადეგები იაპონიაში

იაპონელები ცნობილი არიან თავისი განსაკუთრებული  შრომისმოყვარეობით და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ისინი ასევე დიდი ყურადღებით ექცევიან ეროვნულ დღესასწაულებს.  ”ოქროს კვირეულს” შეადგენს რამოდენიმე სახელმწიფო დღესასწაული რომლებიც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართება.

29 აპრილი:
იმპერატორის დაბადების დღე (აღინიშნებოდა 1988წლამდე)
”მწვანე დღე” (აღინიშნებოდა 1989 წლიდან 2006 წლამდე)
”შოვას დღე” Shōwa Day (აღინიშნება 2007 წლიდან დღემდე)
3 მაისი:
იაპონიის კონსტიტუციის დღე
4 მაისი:
არდადეგები (აღინიშნებოდა 1985წლიდან 2006წლამდე)
”მწვანე დღე”  (2007 წლიდან ეს დღესასწაული გადმოიტანეს 4 მაისს)
5 მაისი:
”ბავშვთა დღე” (იგივე ”ბიჭის დღე”)

”ოქროს კვირეული” ერთერთი ყველაზე სასიამოვნო პერიოდია იაპონელებისთვის, ამ კვირას კომპანიების უმეტესობა ასვენებს თავის თანამშრომლებს. ხალხს საშუალება ეძლევა მოინახულონ შორს მცხოვრები ნათესავები და მეგობრები, წავიდნენ დასასვენებლად უცხოეთში.
ბუნებრივია რომ ამ პერიოდში არ მუშაობს ავტო-აუქციონები, მაგრამ ჩვენი კომპანია განაგრძობს მუშაობას ჩვეული რეჟიმით.