Pages

5.11.2010

ტოკიოდან ქუთაისში მიმავალო HRV !

იაპონური ავტომობილის ყიდვა გადავწყვიტე და დავიწყე განცხადებების მოძიება ინტერნეტით. დამეთანხმებით ბევრი მიმზიდველი შემოთავაზებაა სხვადასხვა საიტებზე. მეც ერთერთ შემოთავაზებაზე გავაკეთე არჩევანი. (კომპანიებს შეგნებულად არ ვასახელებ) დავუკავშირდი საკონტატო პირს, დავაზუსტე კოორდინატები და ფინანსური დეტალები. აღფროვანებული დავრჩი რადგან ჩემთვის სასურველი ავტომობილი საბაზრო (6000$)  ფასთან შედარებით ძალიან იაფი (4500$) გამოდიოდა.
2 საათში ოფისში ვიყავი და ხელშეკრულებაც გავაფორმე. მეორე დღეს როდესაც უნდა გამართულიყო აუქციონი,დამირეკეს ოფისიდან და «გამახარეს» -ამ ფასად შეიძლება ეს ავტო ვერ ვიყიდოთ და ხომ არ დაამატებ თანხასო? მე ხომ თავიდანვე ბაზრის ფასი მქონდა გათვალისწინებული,ჰოდა დავამატე ჩემი ბიუჯეტის ბოლო ცენტები. დილით მე თვითონ დავრეკე ოფისში და მოვიკითხე აუქციონის შედეგი. ისევ «გამახარეს» - ამ ფასადაც ვერ მოვიგეთო. არადა განცხადებაში გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობდნენ მყიდველს. გულგატეხილი მივედი ოფისში, ხელშეკრულება გავაუქმე და პირგასამტეხლოც უკან წამოვიღე.
დავიწყე სხვა განცხადებებისა და კომპანიების ძიება, ამჯერად არჩევანი მაღალ ფასზე გავაკეთე ვიფიქრე ფასიც სერიოზულია და კომპანიაც სერიოზული იქნებათქო. დავიწყე ფინანსური დეტალების დაზუსტება და აქაც იმედგაცრუება, რაღაც გაურკვეველი თანხები და ტარიფები...
შემდეგ კერძო პირებზე შევჩერდი მაგრამ წინა კომპანიებთან ურთიერთობით იმდენად გავერკვიე იაპონური აუქციონის დეტალებში რომ ვერცერთმა კერძო პირმა ვერ მომცა ჩემი პირობების დამაკმაყოფილებელი გარანტიები.
და აი ერთერთი განცხადების დათვალიერების დროს ვნახე კომპანია ალტო მოტორსის რეკლამა. ნახვისთანავე ჩავთვალე რომ ესეც მორიგი არასანდო კომპანიაა მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გადავხედე კომპანიის პირობებს. გაოცებული დავრჩი რადგან ყველა დეტალი და ნიუანსი დაკონკრეტებული და დასაბუთებული ჰქონდათ, თან ყველაზე მეტი საინტერესო ის იყო რომ
მე თვითონ შემეძლო ავტომობილის შერჩევა, შეფასება, და ფსონის დადება რასაც აადვილებდა სტატისტიკის სერვისი და ვებ-საიტსი განთავსებული ავტო-კალკულატორი, რომელშიც ყველაფერი დეტალებში იყო გაწერილი.
სანამ მე ვყოყმანობდი ჩემი ოჯახის წევრმა დამასწრო და ”ალტო მოტორს”-ში ძალიან კარგ ფასად 2000 წლის TOYOTA IPSUMI შეიძინა. მე დაველოდე ავტომობილის ჩამოყვანას. ჩამოვიდა და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მანქანა იდეალურ მდგომარეობაში იყო. ეხლაკი ლოდინის დრო აღარიყო , ჩავრიცხე დეპოზიტი ”ალტო მოტორსი”-ს ანგარიშზე და დავიწყე ფსონების დადება აუქციონებზეერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ალტო მოტორსის მენეჯერმა და მომილოცა აუქციონის მოგება.
მეორე დღესვე გადავრიცხე თანხა იაპონიაში და ამ დღიდან 67 დღეში ფოთში ველოდებოდი კონტეინერის გახსნას სადაც ჩემი კუთვნილი 2001 წლიანი HONDA HR-V vtec მელოდებოდა.
კონტეინერის გახსნისა და მანქანის კარის გაღებისთანავე სიხარული გამიორმაგდა რადგან მანქანისთვის 4 ახალი ზამთრის საბურავი თავისი ალუმინის დისკებით გამოეყოლებინა იაპონელ მფლობელს
მანქანა მალე განვაბაჟე და ალტომოტორსის კალკულატორი აქაც მართალი აღმოჩნდა, თუ არ ჩავთვლით იმ 250 ლარს რომელიც ლამაზ ნომერში გადავიხადე.
 ვინც კარგად იცის HONDA დამეთანხმება რომ 2001 წლიანი, ვიტეკის ძრავით, 95000კმ. გარბენით, 4 ქულიანი შეფასებით, განბაჟებით 5200$ ნამდვილად არაა ძვირი.
 კომპანია ალტო მოტორსი ნამდვილად საუკეთესო კომპანიაა თავისი სიმართლითა და მომსახურეობის ხარისხით, დაუზარელი და დაუღლელი მენეჯერებით.
 გულითად მადლობას ვუხდი მათ რომ დამეხმარენენ და საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით იაფად შევიძინე ჩემთვის სასურველი ავტომობილი.

მირზა ლექვინაძე
ქუთაისი