Pages

4.09.2010

ვეძებდი როგორც Mercedes-ს და შევხვდი როგორც Nissan-ს

ორი თვე ვიარე ავტო-ბაზრობაზე, ვეძებდი myauto.ge-ზე დa mobile.de -ზე მინდოდა Mercedes E-class wagon 1996-1998 წლების, მიყვარს ასეთი მანქანები, თან საქმეშიც მჭირდება. ბიუჯეტი მქონდა 7000 $. ამ ფასში საქართველოში კარგი და მოსაწონი ვერაფერი ვნახე, გერმანიიდან შეიძლებოდა ჩამოყვანა, მაგრამ მაშინ დიდ გარბენს უნდა შევგუებოდი ეს კი ძალიან არ მინდოდა .



შემთხვევით ინტერნეტში აღმივაჩინე ინტერნეტ აუქცონი www.carauction.ge . თავიდან სიტყვამ ”აუქციონი” ცოტა დამაფრთხო მაგრამ გადავწყვიტე მაინც ბოლომდე გავცნობოდი საიტს და დავრეგისტრირდი. საიტზე ყველაფერი ზედმიწევნით დეტალურად არის ახსნილი და გაშიფრული, ასე რომ ზედმეტი კითხვაც არ გამჩენია. სიურპრიზი იყო ის რომ თურმე კომპანიის ოფისი ჩემს მეზობლად მდებარეობს , მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაფერი ისეა ორგანიზებული რომ ოფისში მისვლა საერთოდ არ დამჭირებია თუ არ ჩავთვლით იმ ერთადერთ ვიზიტს რომელიც უბრალო ცნობისმოყვარეობას და ტერიტორიულ სიახლოვეს შეიძლება დავაბრალოთ.

ფსონების დადებას მეორე დღესვე შევუდექი, თავიდან მერსედესებს ვუმიზნებდი მაგრამ სამ დღეში თვალი დავადგი Nissan Primera Wagon-ს. ეს მოდელი კომპლექციით E კლასისი უნივერსალ მერსედესს წააგავს. სტატისტიკის შესწავლის შემდეგ დავადგინე რომ იმ ბიუჯეტში რომელიც მე მქონდა განსაზღვრული 2002 წლის მოდელსაც კი შევწვდებოდი. ფირმის თანამშრომლებმა დეტალურად გამიშიფრეს აუქციონის ფურცელი (ეს არის იაპონური ექსპერტიზის დასკვნა) და გამიწიეს რეკომენდაცია. საღამოს 6 საათზე გავაკეთე სტატისტიკური მონაცემებით საშუალოზე ოდნავ მაღალი ფსონი და შევუდექი ლოდინს. იმ ღამით ცუდად მეძინა რადგან კარგად არ ვიცნობდი ამ მანქანას, იგი მხოლოდ ვიზუალურად მომწონდა, ისიც სურათზე მქონდა ნანახი და არა რეალობაში . თან ვშიშობდი, რამე შარში არ გავხვეულიყავი. მეორე დილით ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო და მანქანა საერთოდ არ გამხსენებია ისე ვიყავი დაკავებული საქმეებით, 12 საათზე მობილურმა დამირეკა და ”ალტო მოტორსის” მენეჯერმა თავაზიანად მომილოცა Nissan Primera -ს შეძენა და თან დასძინა რომ მანქანა ჩემს ფსონთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებად იქნა შეძენილი .

65 დღეში უკვე ფოთში ვიჯექი ჩემს მანქანაში რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:

გარედან - არცერთი ნაკაწრი (ჟანდზე ხომ ლაპარაკი ზრდმეტია), თითქმის ახალი საბურავები.

შიგნიდან - ახალი სალონი, ყველაფერი ისე სუფთაა ხელუხლებელი გეგონება.

ძრავი - ბზინავს.

აგერ უკვე სამი თვეა დავდივარ ამ საოცრად კომფორტული და პრაქტიკული მანქანით რომელიც სულ 5 500$ დამიჯდა განბაჟების ჩათვლით, ვფიქრობ 2002 წლიანი მანქანისთვის რომლის გარბენი 90 000 კმ-ია მშვენიერი ფასია , მით უმეტეს რომ დავზოგე 1500$.

დიდი მადლობა ”ალტო მოტორს”-ის გუნდს ასეთი მშვენიერი სერვისისათვის.

მამუკა გიგოლაშვილი.