Pages

4.07.2010

მოგენატრებათ ფენოვანიიიიიიიი!!!!

დიდი ხანი არაა, რაც დიღმიდან ე.წ. ”ავტო ბაზრობა” გადაიტანეს რუსთავთან. დარწმუნებული ვარ ყველას ახსოვს თუ რა ხდებოდა დიღომში - აურზაური, მტვერი, ხშირად აღმა-დაღმა უშედეგო სიარული, იმედგაცრუება. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება თუმცა შორს წაგვიყვანს. ახლა ეს ”ბაზრობა” რუსთავთანა გადაიტანეს, თბილისიდან მართლა მოშორებით არის, მაგრამ უფრო მოწესრიგებულია. თუმცა თუ კარგი მანქანის პოვნა გინდა, სიარული და ქანცის გაწყვეტამდე დაღლა არც იქ მოგაკლდება. რუსთავის ”ავტო ბაზრობა” ცივილიზებულად საქმის კეთებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც.  ჩემი აზრით, ერთ-ერთი და ყველაზე კომფორტული გზა, მანქანის ინტერნეტით შეზენაა.



არასოდეს დამითვლია რამდენი, კომპანია სთავაზობს მომხმარებელს საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ მანქანის ინტერნეტით შეზენის სერვისს, მაგრამ ალტო-მოტორსი და მისი ონლაინ სისტემა  www.carauction.ge  ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი და სარფიანი აღმოჩნდა.
 საქართველოში ბევრი რამის დეფიციტია, მათ შორის კარგი მომსახურებისაც. ჩემთვის, როგორც მანქანის რიგითი მაძიებლისთვის, როგორც მომხმარებლისათვის, ”კარგი სერვისი” რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობაა : 
  • ინფორმირებულობა - დაწვრილებით ვიცი, როგორ უნდა ვისარგებლო შემოთავაზებული მომსახურებით;
  • გამჭვირვალობა - ვიცი ჩემი ფული რაში და რამდენი მეხარჯება;
  • ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა - ყველა ჩემს მიერ დასმულ კითხვას, პრობლემასა და მოთხოვნას გულდასმით სწავლობენ და პასუხს დროულად მატყობინებენ; როდესაც კომპნიას მივმართავ, მაქვს განცდა რომ თითოეული თანამშრომელი მხოლოდ ჩემს საკითხზე მუშაობს და ჩემთვის სასარგებლო შედეგიც არ აყოვნებს.
ამ და კიდევ ბევრ სხვა სიკეთეს აუცილებლად იპოვნი ალტო-მოტორსში და მათ ვებ-გვერდზე  www.carauction.ge.
რა არის  www.carauction.ge?
ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობს! ასე ერთხელ შევედი ამ ვებ-გვერდზე  და ახლა დავდივარ ზუსტად იმ მანქანით, რომელსაც ვეძებდი. მანქანა კი ვიპოვე და შევიძინე ყოველგვარი აურზაურის, მტვრის, აღმა-დაღმა სიარულის, ყოველ წუთას ყურში ჩაძახებული ”ფენოვანიიიი...”-სა და იმედგაცრუების გარეშე. არც არავინ მანსწავლიდა ჭკუას მანქანების ავკარგიანობის შესახებ (ვისაც გამოუცდია ბაზრობა, გაახსენდება, როგორ ცდილობენ ხშირად იმ მანქანის შემოსაღებას, რომელსაც არასოდეს იყიდდი). მანქანის შესარჩევად (მარკა, მოდელი, ფასი, კონფიგურაცია, ფერი, გარბენი, წლოვანება და არც კი გაინტერესებს ყველაფერი ) თუ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა არ გეყოფა, და არც ვებ-გვერდზე განთავსებული კატალოგი ამოწურავს შენს ცნობისმოყვარეობას, ყოველთვის შეგიძლია დაუკავშირდე მენეჯერს (რომელსაც რატომღაც არასოდეს სძინავს :) ) და დეტალურად გაერკვე შენს არჩევანში. მე მომეწონა, რომ არავინ არაფრის შემოსაღებას არ ცდილობდა და შესაბამისად დროც უქმად აღარ დამიკარგავს. არჩევანი გავაკეთე ინფორმირებული, გააზრებული და ჩემი მანქანაც ზუსტად დათქმულ დროში ”ჩამახუტეს” :) მოკლედ, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობს! www.carauction.ge
 ლაშა ჯუღელი