Pages

9.27.2012

Google-ის უპილოტო ავტომობილი!


Google-მა უპილოტო ავტომობილის საიდუმლო პროექტი საყოველთაოდ გამოაშკარავა. კომპანიამ მიიღო ოფიციალური ლიცენზია რომლის თანახმადაც მას შესაძლებლობა ეძლევა ამერიკის შტატ ნევადის გზებზე განახორციელოს ექსპერიმენტული მანქანებით სატესტო მგზავრობა. მანამდე სატესტო გასვლები დაშვებული იყო მხოლოდ დახურულ ტერიტორიაზე.

7.23.2010

ტერმინალი ქართულად

 ყველაფერი კამათით დაიწყო. მარჯვენა თუ მარცხენა საჭე? – ავტომობილის შერჩევის ქართული პრიორიტეტები, თავისი პლიუსებით და მინუსებით. თუმცა მოდით შევეშვათ „მარადიულს“  
    ოჯახში ორი ავტომობილი გვყავს, ჩემი ლურჯა (Wolksvagen Vento GLI, გამოშ. წელი 1998 წ)
და ჩემი მეუღის მამის,  ანუ სიმამრის (ჟიგულის მე 6 მოდლი გამოშ. წელი 1988 წ), მინდა ავღნიშნო, რომ ჩემი ლურჯასგან განსხვავებით, „06“–ს მეტად გაუმართლა მფლობელში. ის ისევე გამოიყურება და ფუნქციონირებს, როგორც 22 წლის წინ, როცა პირველად შემოდგა საბურავი ჩვენს ოჯახში. მიუხედავად ამისა ბატონ თემურს ბუნებრივიცაა, მობეზრდა 06 ით მოძრაობა.
    მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს 2–3 თვის კამათის შემდეგ დავითანხმე,  შეერჩია ხარისხიანი იაპონური მოდელი მისთვის მისაღები ბიუჯეტის ფარგლებში და ასევე ჩემივე რეკომენდაციით გეზი ავიღეთ უკვე საკმაოდ სოლიდური რეპუტაციის მქონე მცირელიტრაჟიან HONDA FIT ზე.

7.22.2010

Mitsubishi Pajero - მონადირის ახდენილი ოცნება

როგორც იქნა!!!! პაჯერო, მაღალი გამავლობის მანქანა, უკვე ჩემია... მაგრამ ყველაფერი ასე დაიწყო.
გადავწყვიტე შემეძინა მანქანა რომელიც ჩემი ჰობის უკეთ განხორციელებაში დამეხმარებოდა. ნადირობა, თევზაობა, უბრალოდ მთაში სიარული ჩემი სუსტი მხარეა. აქედან გამომდინარე შესაბამისი მაღალი გამავლობის და ამავე დროს შედარებით ეკონომიური მანქანა ჩემთვის რომ იტყვიან მისწრებაა. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა შემეძინა Mitsubishi Pajero, და უსათუოდ იაპონიაში, თუმცა როგორც აღმოვაჩინე ეს არც თუ ისე მარტივი საქმე იყო ვინაიდან ბაზარზე ძალზე ბევრია ისეთი ადამიანი და კომპანიები რომლებსაც კარგად გამოსდით იმედების გაცრუება.

5.25.2010

ვიდეო-პრეზენტაცია რუსულ ენაზე

ონლაინ-სისტემა www.carauction.ge სულ უფრო  პოპულარული ხდება ჩვენი უახლოესი მეზობელი ქვეყნების ინტერნეტ სივრცეში. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ გადაგვეღო ვიდეო-პრეზენტაცია რომელიც რამოდენიმე წუთში წარმოდგენას შეუქმნის მომხმარებელს საიტის გამოყენების ძირითად პრინციპებზე. რამდენად კარგად გამოგვივიდა ეს თავად განსაჯოს მკითხველმა.

5.11.2010

ტოკიოდან ქუთაისში მიმავალო HRV !

იაპონური ავტომობილის ყიდვა გადავწყვიტე და დავიწყე განცხადებების მოძიება ინტერნეტით. დამეთანხმებით ბევრი მიმზიდველი შემოთავაზებაა სხვადასხვა საიტებზე. მეც ერთერთ შემოთავაზებაზე გავაკეთე არჩევანი. (კომპანიებს შეგნებულად არ ვასახელებ) დავუკავშირდი საკონტატო პირს, დავაზუსტე კოორდინატები და ფინანსური დეტალები. აღფროვანებული დავრჩი რადგან ჩემთვის სასურველი ავტომობილი საბაზრო (6000$)  ფასთან შედარებით ძალიან იაფი (4500$) გამოდიოდა.

5.02.2010

”ოქროს კვირეული” ანუ საგაზაფხულო არდადეგები იაპონიაში

იაპონელები ცნობილი არიან თავისი განსაკუთრებული  შრომისმოყვარეობით და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ისინი ასევე დიდი ყურადღებით ექცევიან ეროვნულ დღესასწაულებს.  ”ოქროს კვირეულს” შეადგენს რამოდენიმე სახელმწიფო დღესასწაული რომლებიც აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართება.

4.09.2010

ვეძებდი როგორც Mercedes-ს და შევხვდი როგორც Nissan-ს

ორი თვე ვიარე ავტო-ბაზრობაზე, ვეძებდი myauto.ge-ზე დa mobile.de -ზე მინდოდა Mercedes E-class wagon 1996-1998 წლების, მიყვარს ასეთი მანქანები, თან საქმეშიც მჭირდება. ბიუჯეტი მქონდა 7000 $. ამ ფასში საქართველოში კარგი და მოსაწონი ვერაფერი ვნახე, გერმანიიდან შეიძლებოდა ჩამოყვანა, მაგრამ მაშინ დიდ გარბენს უნდა შევგუებოდი ეს კი ძალიან არ მინდოდა .

4.07.2010

მოგენატრებათ ფენოვანიიიიიიიი!!!!

დიდი ხანი არაა, რაც დიღმიდან ე.წ. ”ავტო ბაზრობა” გადაიტანეს რუსთავთან. დარწმუნებული ვარ ყველას ახსოვს თუ რა ხდებოდა დიღომში - აურზაური, მტვერი, ხშირად აღმა-დაღმა უშედეგო სიარული, იმედგაცრუება. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება თუმცა შორს წაგვიყვანს. ახლა ეს ”ბაზრობა” რუსთავთანა გადაიტანეს, თბილისიდან მართლა მოშორებით არის, მაგრამ უფრო მოწესრიგებულია. თუმცა თუ კარგი მანქანის პოვნა გინდა, სიარული და ქანცის გაწყვეტამდე დაღლა არც იქ მოგაკლდება. რუსთავის ”ავტო ბაზრობა” ცივილიზებულად საქმის კეთებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც.  ჩემი აზრით, ერთ-ერთი და ყველაზე კომფორტული გზა, მანქანის ინტერნეტით შეზენაა.

3.22.2010

www.carauction.ge აზერბაიჯანშიც პოპულარულია!

მოგეხსენებათ რომ იაპონურ ავტო-აუქციონზე ავტომობილის შერჩევას, შეძენას და ჩამოტანას დაახლოებით 2 თვე სჭირდება. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ხშირად კლიენტებტან ჩევნი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდოს. აი ერთერთი დამეგობრებული კლიენტის გამოხმაურება.

Здравствуйте Александр.
Доехал с ветерком. Машину супруга оценила. Друзьям так же очень понравилась.
Хотелось бы написать небольшой отзыв о вашем сервисе.
Несколько месяцев назад мы решили приобрести небольшой джип для супруги.
Я поездил по салонам продаж и цены показались мне "кусающимися", а машины не радовали глаз.
После долгих поисков в интернете случайно наткнулся на ваш сайт.

3.20.2010

გამარჯვება, გამარჯვება


ყველა ქართველ პატრიოტს და რაგბის გულშემატკივარს ვულოცავ დღევანდელ ბრწყინვალე გამარჯვებას. ჩვენმა ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს და ბეჭებზე დასცეს რუსეთის ნაკრები. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი გამარჯვებები.

3.10.2010

HONDA HR-V

 

სპეც შეთავაზებებში გამოჩნდა HR-V-ს ძალიან სიმპატიური ეგზემპლარი. მანქანა უკვე გზაშია. საქართველოში ჩამოდის 20 აპრილს.
  • გამოშვების წელი 2001
  • ძრავის მოცულობა 1600 სმ3
  • გარბენი 91 000
  • წამყვანი თვლები 2WD
  • ფასი 3700 $ (ფასში შედის ფოთამდე ტრანსპორტირების საფასური)

სიუჟეტი ”ბიზნეს კურიერში”

ჩვენს შესახებ რუსთავი 2 ზე, გადაცემაში ”ბიზნეს კურიერი” გავიდა სიუჟეტი, ვისაც არ უნახავს შეუძლია იხილოს აქ.

Yamaha Virago

ჩვენს საიტზე პირველი მოტოციკლიც გამოჩნდა, ეს არის ლეგენდარული იაპონური ჩოპერი  Yamaha Virago, საკმაოდ სერიოზული აგრეგატია. სულ ახლახანს ჩამოვიდა იაპონიიდან.

3.08.2010

პირველი პოსტი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!
ხშირად პირველი ნაბიჯის გადადგმა არის ყველაზე რთული და მტკივნეული. საკუთარ მაგალითზე ვიტყვი რომ სწორედ პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს, დიდხანს ვზომავ და ვწონი რომ სწორი მიმართულება ავირჩიო ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი იმით მთავრდება რომ ნაბიჯს საერთოდ არ ვდგამ ანუ პრობლემის გადაწყვეტას აღარ ვცდილობ ან არ ვეჭიდები იმ საქმეს რომელის წამოწყებასაც ვფიქრობდი. ალბათ ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება რომ ზედმეტი წინდახედულობა ხანდახან მავნეა კიდეც და აფერხებს პროგრესს. გარკვეული დოზით ავანტიურიზმი ხშირად საქმეს რგებს.